შვეიცარიის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეძლებენ
შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეეძლებათ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა, დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, – წერია დადგენილებაში, რომელიც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.
2019 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.