შვეიცარიის კინოფესტივალზე საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი
შვეიცარიის კინოფესტივალზე საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

შვეიცარიაში, კინოფესტივალზე Internationale Kurzfilmtage Winterthur, საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ქართული ფილმების რეტროსპექტივა ორ პროგრამაში – Recording Georgia და Impressions from Home იქნება ნაჩვენები. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი შემდეგ მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმებს ნახავს:. „აპრილის სუსხი“, „დადუმებულები“. „ლეთა“, „მამა“, „სამი საფეხური“„ანასირმას სახარება“,„სოციუმის პატიმარი“, „აპოლო ჯავახეთი“, „ცურვა“, „აღმაშენებლის საქართველო“ და „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა“

აღსანიშნავია, რომ რატი წითელაძის ფილმი „სოციუმის პატიმარი“ ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშიც იღებს მონაწილეობას.

პროგრამაში Georgian Rebels წარმოდგენილი იქნება 60 – 70 წლების ქართული ფილმები, „ალავერდობა“, „ქოლგა“ და „აპრილი“.