შვეიცარიაში ვენის თავდასხმასთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავეს
შვეიცარიაში ვენის თავდასხმასთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ციურიხის კანტონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 და 24 წლის მამაკაცები ქალაქ ციურიხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვინტერტურში დააკავეს.
ამჟამად გამოძიება სწავლობს დაკავებულების ვენის თავდასხმასთან შესაძლო კავშირს.
გამოძიების ფარგლებში შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური და ფედერალური პოლიცია ავსტრიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.