შვეიცარიაში სინთეტიკური პესტიციდების გამოყენების სრული აკრძავის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. BBC-ის ცნობით, პესტიციდების აკრძალვის შესახებ პეტიციას შვეიცარიის 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.
როგორც BBC წერს, თუ მოსახლეობა ინიციატივას მხარს დაუჭერს, შვეიცარია ბუტანის შემდეგ, მსოფლიოს მეორე ქვეყანა გახდება, რომელიც პესტიციდებს სრულად აკრძალავს.
პეტიციას შვეიცარიის ფედერალურ კანცელარიას ოფიციალურად 25 მაისს წარუდგენენ, თუმცა რეფერენდუმის გამართვა მხოლოდ სამი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
შვეიცარიის მთავრობა ჯერ პეტიციის ხელმოწერებს შეამოწმებს, შემდეგ კი დოკუმენტს ფედერალურ საბჭოს წარუდგენს. ამის შემდეგ მთავრობას პარლამენტისთვის რეკომენდაციის წარსადგენად ერთწლიანი ვადა ექნება.
კანონმდებლებს ინიციატივასთან დაკავშირებით, კენჭისყრის დასანიშნად ან კონტრინიციატივის შესამუშავებლად ორი წელი ექნებათ.
თუ შვეიცარიის პარლამენტი ინიციატივას დაამტკიცებს, ქვეყანაში ყველა სახის სინთეტიკური პესტიციდი 10 წლით აიკრძალება.