შვეიცარიაში საბაგირო გზის სარემონტო სამუშაოების დროს დაიღუპა ერთი მუშა, ექვსი კი დაშავდა
შვეიცარიაში საბაგირო გზის სარემონტო სამუშაოების დროს დაიღუპა ერთი მუშა, ექვსი კი დაშავდა

შვეიცარიის ერთ-ერთ კურორტზე საბაგირო გზის სარემონტო სამუშაოების დროს დაიღუპა ერთი მუშა ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „სვის ინფო“ ავრცელებს.

ინციდენტი ობვალდენის კანტონში, სამთო კურორტ ტიტლისზე მოხდა, სადაც საბაგირო გზის ტექნიკური მომსახურების სამუშაოები ტარდებოდა.

წინასწარი მონაცემები, მუშებმა ტრავმები მთავარი ბაგირის სამაგრების მოწყვეტის შედეგად მიიღეს. დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტის დროს ტურისტები არ დაშავებულან. ავარიის დროს ბაგირზე გონდოლები არ იყო, რადგან ტექნიკური სამუშაოების გამო საბაგირო დაკეტილი იყო.