შვეიცარიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ბოლო ერთ დღეში დაავადებას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 3 438 ადამიანის ინფიცირება.
კიდევ 450 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვეიცარია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით მეცხრე ადგილზეა.