შვეიცარიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 295-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ 19“-ს ქვეყანაში 38 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შვეიცარიაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 139 ახალი შემთხვევა და საერთო ჯამში, დაავადების შემთხვევათა რიცხვი 15 475-მდე გაიზარდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შვეიცარია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.