შვეიცარიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი რეგულაციები ორშაბათიდან შევა ძალაში
შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი რეგულაციები ძალაში ორშაბათიდან შევა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მომდევნო კვირიდან აიკრძალება 15 ადამიანზე მეტის შეკრება საჯარო ადგილებში, აუცილებელი გახდება პირბადეების ტარება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის კინოთეატრებში, მაღაზიებსა და ეკლესიებში.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება სადგურებსა და აეროპორტებშიც. ამასთანავე, რეკომენდებული იქნება სახლიდან მუშაობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 1 823 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 80 000-ს უახლოვდება.
„გარდიანი“ წერს, რომ ახალი შემთხვევები გასული კვირის მონაცემებთან შედარებით 150 პროცენტით არის გაზრდილი.