შვეიცარიაში ძლიერი შტორმის შემდეგ მამაკაცსა და ექვსი წლის გოგონას ეძებენ
შვეიცარიაში ძლიერი შტორმის შემდეგ მამაკაცსა და ექვსი წლის გოგონას ეძებენ

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შემდეგ მამაკაცსა და ექვსი წლის გოგონას ეძებენ. მათი მანქანა ვალეს კანტონში წყალდიდობის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო. სამძებრო სამუშაოებში ათობით მაშველი მონაწილეობს.

ძლიერი შტორმის შედეგად ასევე დაზიანდა ვენახები, ავტომაგისტრალები და ხიდები. დაიკეტა რამდენიმე გზა. მუშაობა შეაჩერა კურორტ კრანს-მონატანას საბაგირომ.