შვეიცარიაში დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ გამოიცემა. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული პროზის კლასიკად მიჩნეული ნაწარმოების გამოცემის საკითხზე ცენტრთან გამომცემლობა Dörlemann Verlag თანამშრომლობს. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე რახელ გრაცფელდმა იმუშავა.
Dörlemann Verlag-ი აქტიურად თანამშრომლობს ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან და არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული.
დავით კლდიაშვილის 1896 წელს დაწერილ ნაწარმოებში სატირული ფორმით არის აღწერილი ბატონყმობის შემდეგ დაუძლურებული აზნაურების ცხოვრება.
„სამანიშვილის დედინაცვალი“ მრავალჯერ დაიდგა ქართულ თეატრებში და ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი.