შვეიცარიაში ბოლო ორ დღეში კორონავირუსის 8 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შვეიცარიაში ბოლო ორი დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 14 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის 83 159 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 837 ადამიანი.