შვეიცარიაში ბოლო 24 საათში 10 073 შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი გარდაიცვალა
შვეიცარიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 073 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 73 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის 192 376 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 275 ადამიანი.