შვეიცარიაში ამერიკული კომპანია „მოდერნას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც დამტკიცდა
შვეიცარიაში ამერიკული კომპანია „მოდერნას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც დამტკიცდა

შვეიცარიის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული კომპანია „მოდერნას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე, 20 დეკემბერს შვეიცარიამ გამოყენებისთვის დასაშვებად ცნო „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინა.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ შვეიცარიას წინასწარ შეკვეთილი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15,8 მილიონი დოზა, მათ შორის 5,3 მილიონი „ასტრაზენეკასი“, რომლის პროდუქცია მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოს ჯერ არ დაუმტკიცებია.

ქვეყანას შეკვეთილი აქვს „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის სამი მილიონი დოზა და „მოდერნას“ ვაქცინის 7,5 მილიონი დოზა.