შვეიცარიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა
შვეიცარიამ ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. „როიტერის“ ცნობით, შვეიცარიელმა ჯარისკაცებმა ივარჯიშეს იმიტირებული მტრის მოგერიებაზე და ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან.
სამხედრო წვრთნები, რომელშიც 4 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა, ქვეყნის ოთხ კანტონში ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნები, რომლებიც დაგეგმილია 2021 წლიდან, არ იყო ორგანიზებული გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ შვეიცარიელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ შეჭრამ წვრთნები უფრო აქტუალური გახადა.
„ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა და მოსახლეობის გაგება ამ ტიპის წვრთნების მიმართ ძალიან შეიცვალა. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია უკრაინის ომთან“, – განაცხადა შვეიცარიის პირველი ტერიტორიული დივიზიის მეთაურმა, მათიას თუშერმა.