შვეიცარიამ 8.8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. როგორც „როიტერი“ ქვეყნის ეკონომიკის უწყებაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული თანხა მიახლოებითია და ის, შესაძლოა, შეიცვალოს, რაც სასანქციო სიის რედაქტირებასა და ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით სასამართლო განხილვების შედეგებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შვეიცარიამ 7.5 მილიარდი ფრანკის ოდენობით აქტივები გაყინა. ე.წ. შავ სიაში გასული ერთი წლის განმავლობაში 300 პირისა და 100-მდე კომპანიის დამატების შემდეგ კი წლევანდელი თანხა უფრო მაღალი აღმოჩნდა.
შვეიცარიამ ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7.4 მილიარდი ფრანკის ოდენობით აქტივების მოძრაობა.
შვეიცარიის ბანკირთა ასოციაციის შეფასებით, რუსეთის მოქალაქეები შვეიცარულ ბანკებში 150 მილიარდი ფრანკის ოდენობით აქტივებს ფლობენ.