შვეიცარია VS ესპანეთი, ბელგია VS იტალია - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
შვეიცარია VS ესპანეთი, ბელგია VS იტალია - LIVE საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ევრო 2020-ზე მეოთხედფინალები იწყება. 2 ივლისს 20 საათზე სანკტ პეტერბურგში შვეიცარია და ესპანეთი ითამაშებენ, ხოლო 23 საათზე მიუნხენში – ბელგია და იტალია.

ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

 

შვეიცარია-ესპანეთი

​ყველა ის ევროპის პირველობა, რომელზეც ესპანეთის ნაკრებმა მეოთხედფინალური ბარიერი გადალახა, მისი გამარჯვებით დასრულდა. იბერიელებს სამი ევრო აქვთ მოგებული, ისევე როგორც გერმანელებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ესპანელებისთვის შვეიცარიასთან ურთიერთშეხვედრების ისტორიაც დამაიმედებელია – 22 მატჩი, 16 მოგება. თუმცა „წითლები“ ევრო 2020-ს მეტად დამაჯერებლად ატარებენ, რაც საფრანგეთთან 1/8-ფინალურ მატჩშიც გამოჩნდა.

ამიტომ, რთულია ესპანეთისა შვეიცარიის მატჩში ფავორიტის გამოყოფა.

 

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ვეთამაშებით, ჩვენი მიზანია მომდევნო ეტაპზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოლებენ სასურველი შედეგის მისაღწევად. გრანიტ ჯაკას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები და გეგმა გვაქვს“.

ლუის ენრიკე (ეპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„რთული მატჩი იქნება. ვნახეთ როგორც იცავს თავს შვეიცარიის ნაკრები და როგორ შეუძლია მას შეტევაში თამაში. ვფიქრობ, ჩემი ვიზავი იმავე ტაქტიკას აირჩევს, რომლითაც ცოტა ხნის წინ ერთა ლიგაზე გვეთამაშა. შვეიცარიის ნაკრების ძლიერი მხარე გუნდურობაა, მათ შეუძლიათ ნებისმიერ გუნდთან თანაბრად ასპარეზობა“.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

შვეიცარია (3-4-1-2): ზომერი – ელვედი, აკანჯი, როდრიგესი – ვიდმერი, ფროილერი, ზაკარია, ცუბერიშაჩირიემბოლო, სეფეროვიჩი

არ ითამშებსჯაკა (დისკვალიფიკაცია)

ესპანეთი (4-1-4-1): უნაი სიმონი – ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, ჟორდი ალბა – ბუსკეტსისარაბია, კოკე, პედრი, ფერან ტორესი – მორატა.

 

ბელგია-იტალია​

​მატჩის წინ მთავარი შეკითხვა ბელგიის ნაკრების ლიდერების, ედენ აზარისა და კევინ დე ბრუინის თამაშს ეხება. მათ პორტუგალიასთან მერვედფინალში ტრავმები მიიღეს და ჯერაც უცნობია გამოვლენ თუ არა მოედანზე იტალიასთან მატჩში.

საინტერესოა ისიც, მოახერხებს თუ არა იტალიის ნაკრები ისტორიული რეკორდის დამხობას. „სკუადრა აძურას“ დიდ ტურნირებზე აქამდე ზედიზედ ოთხ მატჩზე მეტი არ მოუგია. ევრო 2020-ზე სწორედ ოთხი გამარჯვება აქვს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იტალია და ბელგია ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. სამჯერ იტალიელებმა მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ერთიც ბელგიაის სასარგებლოდ.

 

რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრების მწვრთნელი):

„ყველას აინტერესებს ითამაშებენ თუ არა დე ბრუინი და აზარი. წინასწარ არაფერის თქმა შემიძლია, მატჩის წინ გაირკვევა, შეძლებენ თუ არა მოედანზე გამოსვლას.

იტალიის ნაკრები პირველივე წუთებიდან აქტიურად უტევს, დინამიკურ ფეხბურთს თამაშობს და ნებისმიერ მეტოქეს უჭირს მისი შეტევების მოგერიება. პორტუგალიასთან რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ძალების აღდგენა მოვასწარით და „სკუადრა აძურასთან“ სათამაშოდ მზად ვართ.“

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი)

„საფრანგეთთან ერთად ბელგია ევროპის საუკეთესო გუნდად მიმაჩნია. არ გვაქვს ინფორმაცია, ითამაშებენ თუ არა აზარი და დე ბრუინი, თუ მათ შესახებ ინფორმაციას მალავენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მინდა მათ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშონ. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო გაგვიჭირდება, თუმცა თუ მაღალი მიზნებისთვის იბრძვი, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებისთვის მზად უნდა იყო“.

 

ბელგია (3-4-2-1): კურტუაალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენიმონიე, ვიტსელი, ტილემანსი, ტ. აზარიფერეირა-კარასკო, მერტენსილუკაკუ

იტალია (4-3-3): დონარუმა – დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლაბარელა, ჟორჟინიო, ვერატიბერარდი, იმობილე, ინსინიე