შვედურმა ვებგვერდმა Expressen.se-მ ჩაატარა გამოკითხვა შვედეთის ნაკრებში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის სავარაუდო დაბრუნების შესახებ.
კითხვაზე – “მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზლატანი დაბრუნდება ნაკრებში და ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე?” – დადებითად უპასუხა მხოლოდ 32 პროცენტმა.
ხოლო კითხვაზე – “შვედეთის ნაკრები ზლატანთან ერთად უფრო ძლიერი გახდება?” – დადებითი პასუხი გასცა 30-მა პროცენტმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა.