შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დანიის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ტუნბერგი კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან, ღაზაში ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, რომ კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან ექვსი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით 20-მა ადამიანმა შენობის შესასვლელი გადაკეტა და სამმა მათგანმა შენობაში შეაღწია.
პოლიციამ უარი თქვა დაკავებულთა ვინაობის დადასტურებაზე, თუმცა ორგანიზაციის „სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულთა შორის გრეტა ტუნბერგიც იყო.