შვედეთში რუსეთის მოქალაქეს ქართველი მიგრანტის მკვლელობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შვედეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, 49 წლის ანდრეი მანკოს ქართველი მიგრანტის მკვლელობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია შვედეთის საოლქო სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მკვლელობა შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კალიქსში მდებარე ლტოლვილთა თავშესაფარში 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.
სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულს შვედეთიდან დეპორტაცია ელოდება. მას ქვეყანაში დაბრუნება აეკრძალება.
დაკითხვისას ანდრეი მანკომ მასთან ერთად ოთახში მცხოვრები 39 წლის ქართველის მკვლელობა აღიარა. ბრალდებულის თქმით, ის მსხვერპლს იცნობდა, ხოლო მკვლელობა ჩხუბის დროს თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.
გამოძიების ცნობით, მანკო წარსულში მკვლელობისთვის რუსეთშიც იყო ნასამართლევი.