შვედეთში ორ მამაკაცს, რომლებმაც ყურანი დაწვეს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლებენ
შვედეთში ორ მამაკაცს, რომლებმაც ყურანი დაწვეს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლებენ.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მათ ასევე ბრალი ედებათ ეთნიკური და ნაციონალური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ აგიტაციაში.
„ორივე მათგანის მიმართ ძიება მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა შემთხვევაში გაკეთებული განცხადებებისა და ყურანის მიმართ ისეთი მოპყრობის გამო, რომელიც მიზნად ისახავს უპატივცემულობის გამოხატვას მუსლიმების მიმართ მათი რწმენის გამო“, – აცახდებენ შვედეთში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შვედეთში ყურანის დაწვის ფაქტებმა მუსლიმური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია. მრავალმა მუსლიმმა ის ყურანის შეურაცხყოფად მიიჩნია. კრიტიკოსები კი აცხადებდნენ, რომ ყურანის დაწვა სიტყვის თავისუფლების უფლებაა, რაც კანონითაა უზრუნველყოფილი.
შვედეთის მთავრობამ ყურანის დაწვა დაგმო, თუმცა, ამავდროულად, ქვეყნის კონსტიტუციით უზრუნველყოფილ სიტყვის თავისუფლების დაცვასაც შეეცადა.