შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა
შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა

შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტიქია ღამით მოხდა. სტიქიის შედეგად ავტომობილების ნაწილი გზიდან გადავარდა.

შემთხვევა შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგისა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მეწყრის შედეგად დაზიანდა 14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. მათ შორის ტყის მასივი, ბენზინგასამართი სადგური და რესტორანი. რამდენიმე ადამიანი მეწყრის ზონიდან მეხანძრეებმა ვერტმფრენით გამოიყვანეს. სამი ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

შვედეთის სატარნსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. გეოლოგები მეწყრის გამეორებას არ გამორიცხავენ.

პოლიციაში მომხდარის კიდევ ერთ ვერსიად ახლომდებარე გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ასახელებენ, თუმცა ჯერ ეს დადასტურებული არ არის.