შვედეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 70 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 41 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში შვედეთში კოვიდ-19 ით 5 411 ადამიანია დაღუპული.
შვედეთმა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად შედარებით მსუბუქი მიდგომა აირჩია და ქვეყანაში მკაცრი კარანტინი არ გამოაცხადა.