შვედეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი, 7 240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით 66 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 201 055 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 406 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
შვედეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებია დაწესებული. აკრძალულია რვაზე მეტი ადამიანის შეკრება. ქვეყანას პანდემიის პირველი ტალღის დროს განსხვავებული მიდგომა ჰქონდა არჩეული, რის გამოც ის მსოფლიო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.