შვედეთში „კოვიდ-19“-ის 4 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს „კოვიდ-19“-ის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში შვედეთში „კოვიდ-19“-ით 20 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვედეთში ინფიცირების 140 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 6,022 ადამიანი გარდაიცვალა.