შვედეთში კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხის გამო შეზღუდვები გამკაცრდა
შვედეთში კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხის გამო შეზღუდვები გამკაცრდა

შვედეთში კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხის გამო შეზღუდვები გამკაცრდა. გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

სტეფან ლევენის თქმით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ხოლო ვირუსის მუტაცია შემაშფოთებელია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ახალი წესების მიხედვით, შვედეთში ყველა კაფე და რესტორანი 20:30 საათზე დაიხურება. ამავე დროს მაქსიმალურად შემცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ერთობლივად შეეძლებათ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მისვლა. ექსპერტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, საყიდლებზე მარტო წავიდნენ.

შვედეთში ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ამის გამო სტოკჰოლმსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში პირბადის ტარება სავალდებულოა.

შვედეთში პანდემიის პერიოდში კორონავირუსის 647 470 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 12 793 ინფიცირებული გარდაიცვალა.