შვედეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით დაიღუპა 33 ადამიანი.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, შვედეთში „კოვიდ-19“-ის 813 191 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 498 ადამიანი.