შვედეთში გულშემატკივრების პროტესტის გამო VAR-ზე უარი თქვეს #1TVSPORT
შვედეთში არ გამოიყენებენ ვიდეოგამეორებების სისტემას (VAR).
ეს ინფორმაცია დაადასტურა შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ფრედრიკ რაინფელდტმა გამოცემა Aftonbladet-თან ინტერვიუში.
მისი სიტყვებით, შვედეთის 18 წამყვანი კლუბი გამოვიდა VAR-ის სისტემის შემოღების წინააღმდეგ.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამ პოზიციას. სწორედ ამიტომაც, არ შემოვიტანეთ წინადადება VAR-ზე გუნდების წარმომადგენლების საბჭოზე. ეს საკითხი არ წამოიჭრება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა რაინფელდტმა.
შვედურ პრესაში ეს პოზიცია ახსნილია იმით, რომ გამეორებების დანერგვას ეწინააღმდეგებიან გულშემატკივრები, შვედეთში კი კლუბები 51 პროცენტით ფანებს ეკუთვნით.