შვედეთში გასული დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 45 პაციენტი გარდაიცვალა
შვედეთში გასული დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 45 პაციენტი გარდაიცვალა

შვედეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 45 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 3 743 ადამიანია დაღუპული.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში შვედეთში „კოვიდ-19“-ის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 30 799 შემთხვევა არის დაფიქსირებული.