შვედეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 20 ადამიანი დაიღუპა
შვედეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვედეთში პანდემიის დროს ღია იყო სკოლები, რესტორნები, ბიზნესი, მთავრობამ მოსახლეობისთვის რეკომენდაცია გაავრცელა, რაც გულისხმობდა ორ მეტრიანი დისტანციის დაცვას და ჰიგიენას.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე შვედეთში „კოვიდ-19“-ით 4500 ადამიანი დაიღუპა, 41 883 ადამიანი კი დაინფიცირდა.