შვედეთში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 ადამიანი კი გარდაიცვალა
შვედეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 69 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 28 583 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 3,529 -ს შეადგენს.
შვედეთმა „კოვიდ -19“- ის გავრცლების პრევენციის მიზნით, მკაცრი ზომების დაწესებაზე უარი თქვა.