შვედეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 820 ადამიანი დაინფიცირდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა
შვედეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, „კოვიდ -19“-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 820 ადამიანი დაინფიცირდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე რეგიონისთვის რეკომენდაციები გაამკაცრა, მათ შორის არის სტოკჰოლმი და გოტენბურგი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, შვედეთში „კოვიდ-19“-ის 117 913 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 934 პაციენტი გარდაიცვალა.