შვედეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 1 980 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გარდაიცვალა
შვედეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი- 1 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვედეთში „კოვიდ-19“-ის 115 785 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 5 918 პაციენტი გარდაიცვალა.