შვედეთში ბაბუა-ბებიებისთვის შვილიშვილების მოვლა ანაზღაურებადი გახდა
შვედეთში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ბებია-ბაბუებს შვილიშვილების მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას აძლევს. შვებულების აღება შესაძლებელია ბავშვის გაჩენიდან სამი თვის განმავლობაში.
კანონის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის მოვლისთვის განკუთვნილი საკუთარი შეღავათის ნაწილი ბებიასა და ბაბუას გადასცენ.
შვედეთში სახელმწიფო შეღავათების გადახდა თითოეულ ბავშვზე 480 დღის განმავლობაში ხდება, ანუ დაახლოებით 16 თვის განმავლობაში, აქედან 390 დღის კომპენსაცია გამოითვლება პირის სრული შემოსავლის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი 90 დღის განმავლობაში იღებენ ფიქსირებულ თანხას – 180 კრონს, რაც დღეში 17 დოლარია.
შვედეთში მშობლებისთვის სხვა შეღავათებიც არსებობს, კერძოდ, მათ შეუძლიათ, მოკლე სამუშაო დღით ისარგებლონ, ვიდრე ბავშვი 8 წლის ასაკს მიაღწევს.
შვედეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც მშობლის ფასიანი შვებულება მამებისთვისაც შემოიღო.