შვედეთში 30 დეკემბრიდან დღემდე კორონავირუსის 32 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შვედეთში 30 დეკემბრიდან დღემდე კორონავირუსის 32 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვედეთში 30 დეკემბრის შემდგომ კორონავირუსით 258 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიამ ჯამში 8 985 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს თქმით, შობის პერიოდის სტატისტიკა ნაკლებ საიმედოა, რადგან ამ დროს ქვეყანაში კორონავირუსზე ნაკლები ტესტი კეთდება და სიკვდილიაობის მაჩვენებლის გამოქვეყნება ფერხდება.
შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიაობის მაჩვენებელი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სამჯერ მეტია, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებით, გაცილებით მცირეა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 469 748 ადამიანს დაუდასტურდა.