შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი
შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსის ლიდერებმა გუშინ სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში მიიწვიონ.
„ნატო-ში გასაწევრიანებლად ფინეთისა და შვედეთის მიწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნამდვილი გადაწყვეტილება სამიტზე გუშინ იქნა მიღებული. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ამის შემდეგ ჩვენ გაწევრიანების პროტოკოლს სამშაბათს ფორმალურად მოვაწერთ ხელს შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით. თუმცა რეალობაა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველა ლიდერმა მიიღო გუშინ, მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.