შვედეთის სასამართლომ სტოკჰოლმის ტერაქტის შემსრულებელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
შვედეთის სასამართლომ სტოკჰოლმის ტერაქტის შემსრულებელს, წარმოშობით უზბეკს, 40 წლის რახმატ აკილოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შესაბამისი გადაწყვეტილება სტოკჰოლმის საოლქო სასამართლომ მიიღო.
პროკურატურამ დაადგინა, რომ ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი აკილოვი 2017 წლის 7 აპრილს გატაცებულ სატვირთო მანქანით საფეხმავლო ქუჩაზე, ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 10 კი დაშავდა.
აკილოვმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ის სტოკჰოლმის გარეუბანში დააკავეს. დაკავების შემდეგ, თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი ქმედებები მიმართული იყო საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში შვედეთის მონაწილეობის წინააღმდეგ.