შვედეთის სამხრეთში ძლიერი ქარბუქის გამო ავტომაგისტრალებზე 1000-მდე ავტომობილი თოვლში ჩაეფლო და გადაადგილებას ვერ ახერხებს
შვედეთის სამხრეთში ძლიერი ქარბუქის გამო ავტომაგისტრალებზე 1000 ავტომობილი თოვლში ჩაეფლო და გადაადგილებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიასაშუალებების ცნობით, ყველაზე რთული ვითარება დანიის საზღვრის სიახლოვესაა შექმნილი. თოვლში ჩაფლული მანქანების მძღოლების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან სამხედროებიც.
პოლიციის ცნობით, მანქანების გამოყვანას ხელს უხვი ნალექი უშლის ხელს. მოქალაქეები დროებით თავშესაფრებში გადაჰყავთ.
შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საგზაო მოძრაობა ნორმალურ რეჟიმში 4 იანვრის შუადღემდე ვერ აღდგება.
ცნობისთვის, უამინდობაა ასევე ნორვეგიაშიც, სადაც ძლიერი თოვის გამო ზოგიერთ ქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა. რთული ვითარებაა დანიაშიც.