შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შეჩერებას ცდილობს
შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება შეაჩეროს.
ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თომას ნილსონი აღნიშნავს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან რესურსებს იყენებს, რათა შვედეთის ალიანსში შესვლის პროცესი შეაჩეროს.
„მათ სურთ, ზემოქმედება მოახდინონ შვედეთში საზოგადოებრივ აზრსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, იმაზე, რასაც ჩვენ ვეძახით შიდა ბირთვს – ჩვენს დემოკრატიასა და ცხოვრების წესზე, რომელიც თავად ავირჩიეთ. ისინი ცდილობენ ამაზე ზემოქმედებას, ასევე, ცდილობდნენ, ზემოქმედება მოეხდინათ ალიანსში გაწევრიანების განაცხადზეც“, – ამბობს შვედეთის დაზვერვის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია ალიანსის ორ წევრს, თურქეთსა და უნგრეთს.