შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სტოკჰოლმში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა
შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სტოკჰოლმში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
სპეცსამსახურებში ვარაუდობენ, რომ დაკავებული ჯაშუშურ საქმიანობას სულ მცირე 2017 წლიდან ეწეოდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული შვედეთში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და როგორც უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, შეხება აქვს ინფორმაციასთან, რომელიც უცხო ქვეყნის დაზვერვებისთვის ინტერესს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა ქვეყნიდან შვედი დიპლომატი გააძევა იმის გამო, რომ შვედეთმა ორ რუს დიპლომატს აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
შვედური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დიპლომატები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყვნენ ეჭვმიტანილები.