შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისადმი რაიმე სახის დახმარებას არ გამოვრიცხავთ, უნდა დავდგეთ მათ გვერდით იმდენს ხანს, ვიდრე გამარჯვებას არ მოიპოვებენ
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბოლსტრომის განცხადებით, ქვეყანა არ გამორიცხავს, უკრაინას საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც გაუწიოს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე სახის დახმარებას უკრაინისამდი მომავალში. უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით იმდენს ხანს, ვიდრე ისინი გამარჯვებას არ მოიპოვებენ, გადამწყვეტ გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე, რაც ერთადერთი გზაა ამ ომის დასასრულებლად“,- ამბობს ტობიას ბოლსტრომი.
ამასთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტზეც და აღნიშნა, რომ ამ თემაზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს.