შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ევროკავშირში გაწევრიანება არის კიბე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკვე ახვედით რამდენიმე საფეხურზე
თუ ევროკავშირში გაწევრიანება არის კიბე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკვე ახვედით რამდენიმე საფეხურზე, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვოლსტრომმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ განაცხადა.
როგორც მარგოტ ვოლსტრომმა აღნიშნა, ყველას ინტერესშია ერთად მუშაობა, რადგან არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც ერთად იქნება შესაძლებელი.
„თუ ევროკავშირში გაწევრიანება არის კიბე, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკვე ახვედით რამდენიმე საფეხურზე, თუმცა რეფორმებს უნდ ამოჰყვეს დივიდენდები. მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფლები და ადამიანებმა უნდა დაინახონ შემდეგ საფეხურზე გადასვლა. უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს, გავაფართოვოთ თანამშრომლობა. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენი ყველას ინტერესშია ერთად მუშაობა, რადგან არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებსაც მხოლოდ ერთად უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მარგოტ ვოლსტრომმა.