შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგოტ უოლსტრომი მიიჩნევს, რომ სირიის კრიზისის ესკალაციასა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ეკისრება.
გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას, უოლსტრომმა ხაზი გაუსვა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რომელსაც 70 ადამიანი ემსხვერპლა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთსა და სირიის მთავრობაზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
„კიდევ ერთხელ დავინახეთ ქიმიური თავდასხმა სირიის მშვიდობიან მოქალაქეებზე. ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ყველამ, ვინც ამ ომის დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. რუსეთმა უკვე მეთერთმეტედ დაადო ვეტო გაერო-ს რეზოლუციას სირიის შესახებ, მათგან ხუთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ეხება. ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე“, – განაცხადა მარგოტ უოლსტრომმა.