შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციას, მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები
მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯებია საჭირო.
„ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია, რაც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. რა თქმა უნდა, სამივე ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები. ჩვენ ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.