შვედეთის საელჩო - დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს, წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება, გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში
შვედეთის საელჩო - დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს, წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება, გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში

საქართველოში შვედეთის საელჩო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის.

მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის!

წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!

გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!“ – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.