შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა, ქალი კი – ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
15 წლის თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.
წინასწარი ვერსიით, მოტივი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაა.
სროლა „ემფორიას” სავაჭრო ცენტრში 19 აგვისტოს საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.