შვედეთის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანამ პანდემიასთან გამკლავების სწორი სტრატეგია აირჩია
შვედეთის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანამ პანდემიასთან გამკლავების სწორი სტრატეგია აირჩია

შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიასთან გამკლავების სწორი სტრატეგია აირჩია.

„სტრატეგია რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ვფიქრობ სწორი იყო, რათა დაგვეცვა ინდივიდები, შეგვემცირებინა ინფექციის გავრცელება და ა.შ.“, განაცხადა შვედეთის სტეფან ლევენმა ადგილობრივ მედიასთან.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახდამაც, პირბადის ტარება შვედეთში სავალდებულო არ არის.

სტეფან ლევენის თქმით, ის, რასაც ყველაზე ხშირად განიხილავენ და რაც შვედეთმა განსხვავებულად გააკეთა არის, რომ ქვეყანაში სკოლები არ დაუკეტავთ. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი ეთანხმება.

„გარდიანის“ ინფორმაციით, შვედეთში „კოვიდ-19“-ით 5 800 ადამიანი გარდაიცავალა, რაც შვედეთის მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირებებისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში იკლო.