შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან დიალოგი გაგრძელდება
შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან დიალოგი გაგრძელდება.
ანდერსონის თქმით, შეხვედრების ფარგლებში განხილვები ნებისმიერ წამოჭრილ საკითხზე იქნება.
„ჩვენ გვქონდა დისკუსია, დიალოგი თურქეთთან და ეს დიალოგი გაგრძელდება. მე შემდგომი კონსტრუქციული შეხვედრების იმედი მაქვს თურქეთთან, უახლოეს მომავალში. ჩვენს პასუხებს მოთხოვნებზე და ასევე კითხვებს თურქეთიდან, უშუალოდ თურქეთთან განვიხილავთ, ასევე რა თქმა უნდა გავარკვევთ ნებისმიერ საკითხს ან გაუგებრობას, რაც შესაძლოა წამოიჭრას“, – აღნიშნავს პრემიერი.