შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად შეასრულებს თურქეთთან დადებული შეთანხმების პირობებს
შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად შეასრულებს თურქეთთან დადებული შეთანხმების პირობებს

შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად შეასრულებს თურქეთთან დადებული შეთანხმების პირობებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მაგდალენა ანდერსონის თქმით, შვედეთი მზად არის, შეასრულოს თურქეთთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები, რათა გადალახოს თურქეთის წინააღმდეგობა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

ამასთან, ანდერსონის თქმით, გასულ კვირას თაღლითობაში ბრალდებული პირის თურქეთში ექსტრადირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შვედეთისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ამ მიმართულებით თურქეთთან მუშაობა გაგრძელდება.