შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის 406 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა
შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის 406 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა.
კანონმდებლებმა მთავრობის მიერ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ წარდგენილ დოკუმენტს უყარეს კენჭი.
უკრაინული მედიის ცნობით, შვედეთი უკრაინას გადასცემს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და მოწყობილობებს განაღმისთვის, ასევე შვედურ საბრძოლო ქვეითთა მანქანებს.
საერთო ჯამში, შვედეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ომის პერიოდში 900 მილიონ ევროს აღემატება.