შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე - ჩვენ ვნახეთ, როგორ მოქმედებს რუსეთის ოკუპაცია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე
შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენიმ განაცხადა.
მისი თქმით, შვედეთის დელეგაციაზე ეფექტი მოახდინა იმან, თუ როგორ მოქმედებს რუსეთის ოკუპაცია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„ჩვენ ვეწვიეთ გუშინ ევროპის მონიტორინგის მისიას და ჩვენზე დიდი ეფექტი მოახდინა, რაც ვნახეთ, ანუ იმან, როგორ მოქმედებს რუსეთის ოკუპაცია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.